ნოემბერი 2020
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქოთერაპიაული მეთოდია, რომელიც მიმართულია ფსიქოლოგიური სირთულეების დაძლევისა და გადაჭირაკენ. ის ეფუძნება ასობით სამეცნიერო კვლევას და მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციისა(apa), ასევე ბრიტანეთის ჯანდაცვისა და კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის (nica) მოწოდებულ მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებში ის განხილულია როგორც ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული მიდგომა. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სესიები დროში ლიმიტირებული, თერაპიული შეხვედრები კი სტრუქტურირებულია. ის ეფუძნება კლიენტისა და თერაპევტის თანასწორ, თანამშრომლურ და

განაგრძეთ კითხვა...

როგორ გვეხმარება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია

პირველ რიგში ფსიქოთერაპიული პროცესი მიმართულია კლიენტისათვის შემაწუხებელი სიმპტომებისა და სირთულეების გამოვლენაზე. ფსიქოთერაპევტი ისმენს კლიენტის ჩივილებს, კითხვებისა და სპეციალური ტესტების საშუალებით ახდენს მის ფსიქოლოგიურ შეფასებას. არსებული პრობლემებიდან გამომდინარე კლიენტი და თერაპევტი ერთობლივად ახდენენ თერაპიული მიზნების განსაზღვრას. ეს მიზნები მიმართულია კლიენტის ქცევითი თუ ემოციური პრობლემების შემცირებასა და გადაჭრაზე. ფსიქოთერაპიული პროცესის არსი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც კლიენტის სირთულეების გადაჭრისაკენ მიმართული მიზნების მიღწევის პროცესი. კლიენტი

განაგრძეთ კითხვა...

ფსიქოლოგოიური სირთულეების ახსნა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მიხედვით

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ეფუძნება მოსაზრებას, რომ ადამიანებს შეუძლიათ რეალური სამყაროს შესწავლა, ობიექტური შეფასება და მისი პრინციპებით მოქმედება. სამყაროს ზუსტი შეფასება და მის მოთხოვნებთან შეგუება არის ფსიქიკური ჯანმრთელობის და სტაბილურობის ერთ-ერთი მაჩვენებელი. ფსიქოლოგიური სირთულეები იწყება მაშინ როდესაც ადამიანები არ იცნობენ თავიანთ სამყაროს სრულყოფილად და ხშირად ვერ ახერხებენ გარემოსთან სრულ შესაბამისობაში ყოფნას. ადამიანს რომელიც გარემოს შეცდომით აღიქვამს უჭირს სიტუაციის ობიექტური შეფასება, გაცილებით მეტი

განაგრძეთ კითხვა...