სტრუქტურირებული სესიები

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სესიები სტრუქტურირებულია. დიაგნოზისადა მკურნალობის ეტაპის მიუხედავად კოგნიტური-ბიჰევიორული თერაპევტი მკაცრად იცავს განსაზღვრულ გეგმას.  სესიის სტრუქტურა ნარჩუნდება თერაპიის მთელი კურსის განმავლობაში. მსგავსი ფორმატი საშუალებას იძლევა კლიენტის ყურადღება კონცენტრირდეს მისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე და მიიღოს მაქსიმალური სარგებელი თითოეული სესიისათვის გამოყოფილი დროიდან.