საქართველოს კოგნირურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების ძირითადი მიზანია, ჩვენს ქვეყანაში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დანერგვა და გავრცელება. აქედან გამომდინარე, საზოგადოების სპეციფიური მიზნებია:
- საქართველოში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის განვითარების ხელშეწყობა;
- საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე რეფორმებში აქტიური მონაწილეობის მიღება და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში კბთ-ს დამკვიდრება/ლობირება;
- ფსიქოთერაპიული საქმიანობის ლეგიტიმაციის ხელშეწყობა.
ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, საზოგადოების ამოცანებია:
- კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით დაინტერესებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალთა შორის ინფორმაციის გავრცელება;
- კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ლობირება თანამედროვე სერვისებში დასანერგად;
- მომზადდეს და მიღებულ იქნას „კანონი ფსიქოთერაპიის შესახებ“.
საზოგადოების საქმიანობებია, საზოგადოების წევრების მიერ საჭირო ლიტერატურის მოპოვება-დამუშავება და გავრცელება; ქართულ ენაზე სასწავლო კურსის შემუშავება და მისი აკრედიტაცია შესაბამისი უწყების (ჯანდაცვის/განათლების სამინისტრო) მიერ; სამუშაო მეთოდების ათვისებისთვის სასწავლო ვიდეო-ფილმების, სახელმძღვანელოების შემუშავება; კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარება; საერთაშორისო კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებებში ინტეგრირება; ხელის შეწყობა, რათა შემუშავდეს – „კანონი ფსიქოთერაპიის შესახებ“ და კანონქვემდებარე სხვა მარეგულირებელი დოკუმენტეის შემუშავება და ლობირება.კბთ საზოგადოების უახლოესი მიზნებია, ორგანიზაციაში მოვიზიდოთ და გავაერთიანოთ ამ მეთოდით დაინტერესებული ადამიანები. მათთან ერთად შევიმუშავოთ კბთ-ს ჩატარების და სწავლების სტანდარტები; მათთან ერთად შევიმუშავოთ საზოგადოების განვითარების სტრატეგია, წარვმართოთ ფონდების (დაფინანსების) მოძიება დასახული მიზნების გადასაჭრელად.