სასწავლო პროგრამები

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დიპლომისშემდგომი სასწავლო პროგრამა

შესავალი

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) ახორციელებს დიპლომისშემდგომ სწავლებას კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში (კბთ). სკბთს დაფუძნდა 2010 წელს. საზოგადოება წარმოადგენ ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) სრულ წევრს. საზოგადოების მიზანია, საქართველოში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის განვითარება და  კბთ-ს სწავლებაში ხელშეწყობა. სკბთს-ს ბაზაზე შემუშავდა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო პროგრამა, რომელიც შესაბამისობაშია ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის მოთხოვნებთან.

სასწავლო პროგრამის მიზანი


პროგრამის მიზანია, მომზადდეს მაღალკვალიფიცირებული კბთ თერაპევტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) კრიტერიუმებს. ამის შედეგად, კურსის გავლისას მონაწილეები მიიღებენ ცოდნას:

1. კბთ-ს ფუნდამენტურ პრინციპებს და მისი გამოყენების დასაბუთების შესახებ;

2. სხვადასხვა აშლილობების დროს კბთ მოდელის შესახებ;

3. კლიენტებთან კოლაბორაციული სამუშაო ალიანსის დამყარებისა და შენარჩუნების შესახებ;

4. კბთ-ს კლინიკური სუპერვიზიის ქვეშ გამოყენების შესახებ და სხვადასხვა აშლილობების მქონე კლიენტების დახმარებას.

5. დიპლომისშემდგომი სერტიფიკატი აძლევს მონაწილეებს შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ცოდნა, უნარები და სუპერვიზირებული კლინიკური გამოცდილება