საიტის შესახებ

მიზანი

საიტის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ინფორმაცია მტკიცებულებაზე დაფუძნებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის შესახებ.

მისიის განაცხადი:

ვაცნობიერებთ რა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ცნობადობის ზრდის პროცესში ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას,

ფსიქიკური პრობლემების მიმრათ საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირებისათვის ამ ტიპის ინფორმაციის ღიაობის აუცილებლობას,

ასევე იმ ფაქტს რომ საზოგადოების ცნობიერების ზრდასთან ერთად სოციალურად მისღები ხდება ფსიქიკური სირთულეების მკურნალობის გზების ძიება – საიტი ორიენტირებული იქნება შემდეგ ღირებულებებზე:

  • შევქმნათ მკითხველზე ორიენტირებული, ადვილად გასაგები და ხელმისაწვდომი ინფორმაციული სივრცე.
  • ვაწარმოოთ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.
  • ვიყოთ მუდმივ კონტაქტზე მკითხველთან და ვიხელმძღვანელოთ მკითხველის ინტერესებიდან გამომდინარე.
  • შევქმათ, ურთიერთ პატივისცემაზე, ნდობაზე და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული სარედაქციო გარემო.
  • მუდმივად ვიზრუნოდ საკუთარი თვისა და ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქტის განვითარებაზე.
  • ვუპასუხოთ თანამედროვე ბეჭდური მედიის მოთხოვნას, კორესპონდენტი მაღალ დონეზე ფლობდეს იმ სფეროს რომელსაც აშუქებს.
  • გავიზიაროთ და მივუახლოვდეთ პროფესიული წერის თანამედროვე სტანდარტებს.
  • გავიზიაროთ და ჩვენს საქმიანობაში ვიხელმძღვანელოთ ჟურნალისტიკასა და ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული ეთიკური ნორმებით.