კონფიდენციალობა

თერაპევტი პატივს სცემს კლიენტს და მის პირად ცხოვრებას. არ განიხილავს მის მიერ მონათხრობს სხვა კლიენტებთან. იმ შემთხვევაში თუ თერაპევტი ვერ ახერხებს კონფიდენციალობის მოთხოვნის შესრულებას, საუბრის დაწყებამდე აუცილებლად აცნობებს ამის შესახებ კლიენტს. კლიენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას სურს თუ არა ამ თემაზე საუბარი.

იმ შემთხევაში თუ კლიენტმა თერაპევტს მიაწოდა ისეთი ინფორმაცია რომელიც საფრთხეს უქმნის თავად კლიენტს ან მის ირგვლივ მყოფებს, უსაფრთხოების მიზნით ეთიკური ნორმები თერაპევტს უფლებას აძლევს დაარღვიოს კონფიდენციალობა. მიუხედავად ამ გამონაკლისისა ფსიქოლოგის პასუხისმგებლობა მისადმი მინდობილი კლიენტისადმი ყოველთვის უპირველესია.

ასევე კონფიდენციოალობის დაცვა უზრუნველყოფილია კლიენტსა და თერაპევტს შორის დადებული ხელშეკრულებით, რომელსაც ორივე მხარე აწერს ხელს.