კბთ პრაქტკაში

კოგნირურ-ბიჰევიორული თერაპია არის საგანმანათლებლო ხასიათის თერაპია. მისი მიზანია პაციენტს ასწავლოს გახდეს საკუთარი თავის თერაპევტი. კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეციდივის პროფილაქტიკას. პირველივე სესიაზე თერაპევტი უხსნის კლიენტს მისი აშლილობის ბუნებას და მიმდინარეობის თავისებურებებს, აცნობს კოგნიტური თერაპიის არსს და კოგნიტურ მოდელს.( აჩვენებს თუ რა გზით ახდენს მისი აზროვნება გავლენას მის ემოციასა და ქცევაზე) თერაპევტი ეხმარება კლიენტს განსაზღვროს მისი საკუთარი თერაპიის მიზნები, ამოიცნოს და შეაფასოს აზრები და რწმენები, დაგეგმოს განსაზღვრული ქცევითი ცვლილებები, ასევე ასწავლის მას როგორ შეასრულოს ეს ყველაფერი პრაქტიკული აქტივობების ფორმატში. 

კოგნიტური თერაპია ორიენტირებულია მიზანზე და ფოკუსირებულია პრობლემაზე. თერაპიული შეხვედრის პირველ სესიაზე თერაპევტი სთავაზობს კლიენტს გააკეთოს თავისი პრობლემების ჩამონათვალი და განსაზღვროს თერაპიის მიზნები – თუ რას სურს რომ მიაღწიოს. თერაპევტის დახმარებით კლიენტი მიზნებს განსაზღვრავს ქცევით ტერმინებში. თერაპევტი ასევე ეხმარება კლიენტს შეაფასოს თავისი აზრები, რომლებიც ხელს უშლიან მიზნების მიღწევაში და გასცეს მათ ადეკვატური პასუხი.

კოგნიტურ თერაპიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობას და აქტიურ მონაწილეობას. თერაპევტი ახდენს კლიენტის წახალისებას თერაპია განიხილოს როგორც ჯგუფში მუშაობა. ისინი ერთად წყვეტენ რომელ საკითხებს დაუთმონ თითოეული სესია, რამდენად ხშირად შეხვდნენ და რა უნდა გააკეთოს კლიენტმა შეხვედრებს შორის შუალედებში საშინაო დავალების სახით. დასაწყისში შეხვედრის განრიგის შემუშავებასა და სესიის შეჯამების საქმეში აქტიურობს თერაპევტი. მომდევნო ეტაპებზე კლიენტი თვითონ სთავაზობს საუბრის თემებს, გამოავლენს თავისი აზროვნების შეცდომებს, აჯამებს სესიის მთავარ შედეგებს და განსაზღვრავს საშინაო დავალებებს.