თერაპიული მიზნების მიღწევა ფართო გაგებით

პირველ რიგში თერაპიული პროცესი მიმართულია აშლილობის რემისიაზე. თერაპევტი ცდილობს პაციენტის განთავისუფლებას აშლილობის სიმპტომებისაგან, დისფუნქციური აზრებისა და ქცევებისაგან. ასვევე ახდენს პაციენტის მოტივირებას  თერაპიის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად იმუშაოს საკუთარ თავზე. სხვა სიტყვებით თერაპევტი ასწავლის პაციენტს გახდეს საკუთარი თავის თერაპევტი. იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ეს გლობალური თერაპიული მიზნები:

  1. პაციენტი და თერაპევტი ამყარებენ მჭიდრო თერაპიული ალიანსს.
  2. თერაპევტი აცნობს პაციენტს თერაპიის სტრუქტურას და პროცესის მიმდინარეობას.
  3. ასწავლის პაციენტს კოგნიტურ მოდელს.
  4. ეხმარება პაციენტს მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ამისათვის იყენებს კოგნიტურ, ქცევით და პრობლემის გადაჭრაზე მიმართულ ტექნიკებს.
  5. ასწავლის პაციენტს კოგნიტური ტექნიკების სწორად გამოყენებას. ეხმარება პაციენტს ნასწავლი ტექნიკები გამოიყენოს მომავალში სხვა სირთულეების გადაჭრის დროს.