თერაპიის პროცესი
კონგიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სესიების რაოდენობა განისაზღვრება კლიენტის კონკრეტული პრობლემის და საჭიროების შესაბამისად. თითოეული დარღვევისათვის კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში მოწოდებულია ფსიქიკური აშლილობის კოგნიტური მოდელი და მისი მკურნალობის შესაბამისი პროტოკოლი.
თითოეული თერაპიული შეხვედრა დროში ლიმიტირებულია (საშუალოდ 50 წუთი), სტრუქტურირებულია და მიმდინარეობს წინასწარ შემუშავებული განრიგის მიხედვით.